“ჰიდროვეი”არის მაღალტექნოლოგიური სასოფლო სამეურნეო სარწყავი სისტემის (საირიგაციო სისტემის) სერვისის მომწოდებელი კომპანია, რომელსაც ჰიდროინჟინერი გურამ მოსიაშვილი ხელმძღვანელობს.  კომპანია სპეციალიზირებულია სარწყავი სისტემების პროექტირებასა და მონტაჟში, რომლებიც მორგებულია თითოეული მომხმარებლის უნიკალურ საჭიროებებზე. “ჰიდროვეი”გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის სარწყავი სისტემების სრულ პროექტირებას, არსებული სისტემების რეპროექტირებას და რეკომენდაციებს კონკრეტული კულტურის რწყვის რეჟიმის შესახებ. გაეცანით “ჰიდროვეი”-ს სერვისებსა და უპირატესობებს დეტალურად:

ნაკვეთის გასარწყავიანება:

„ჰიდროვეის“ მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მთავარი სერვისი არის სარწყავი სისტემების პროექტირება და მონტაჟი. კომპანია იყენებს მეცნიერულ მიდგომას სარწყავი სისტემების დაპროექტებისას ინდივიდუალური აგრო და ჰიდრო ინჟინრული კვლევების საფუძველზე. ჰიდროინჟინრებისა და აგრონომების გუნდი მცენარეთა წყალმოთხოვნილების, ნიადაგის ტექსტურის და აგროკლიმატური რესურსების გათვალისწინებით პროექტის შექმნას გთავაზობთ. ამ ინფორმაციის გამოყენებით, დარწმუნებული იქნებით, რომ „ჰიდროვეის“ მიერ შექმნილი სისტემა, ნებისმიერი სირთულის რელიეფზე უზრუნველყოფს მცენარეებისთვის საჭირო რაოდენობის წყლის მიწოდებას სწორ დროს. შედეგად, თვალსაჩინოდ გაზრდით მოსავლიანობასა და მოსავლის ხარისხის, ეფექტურად მოიხმართ წყალსა და ელექტროენერგიას/საწვავს, ასევე, ერთგვაროვანად მორწყავთ მცენარეს და გაანოყიერებთ ნიადაგს.

არსებული სარწყავი სისტემების რეპროექტირება

ფერმერებს, რომლებსაც აქვთ გაუმართავი სარწყავი სისტემა, “ჰიდროვეი” სთავაზობს რეპროექტირების სერვისს სისტემის ფუნქციონირებისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. კომპანიის გამოცდილი ინჟინერთა გუნდი ატარებს სისტემის საფუძვლიან შეფასებასა და კვლევას, მოახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას, რათა უზრუნველყონ სისტემის განახლება მუშაობის ოპტიმიზაციისთვის.

მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია ოპტიმიზაცია მოახდინოს სარწყავი სისტემის მუშაობას და თავიდან აიცილოს ზედმეტი ან არასაკმარისი მორწყვა.

რწყვის რეკომენდაციები

„ჰიდროვეის“ აგრონომთა გუნდი მზადაა ინდივიდუალურად შეისწავლოს თქვენი მცენარე და რეგიონის აგრო კლიმატური რესურსები, რათა მიიღოთ გამართული სარწყავი სისტემის სწორად გამოყენების ინსტრუქცია – გუნდი ითვალისწინებს მცენარის ვეგეტაციის ეტაპებს, ნიადაგის ტენიანობის დონეს და აგროკლიმატურ პირობებს, რათა დადგინდეს თქვენი კულტურის შესაბამისი სარწყავი გრაფიკი, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის მოსავლიანობასა და მოსავლის ხარისხს.

ჰიდროვეის” სერვისების უპირატესობები

ჰიდრო და აგრო ინჟინრული გადაწყვეტებით, ინდივიდუალურად დაპროექტებული სარწყავი სისტემა უზრუნველყოფს მცენარეების საჭირო რაოდენობის წყლის სწორ დროს მიწოდებას, რის შედეგადაც დარწმუნდებით, რომ მოსავალი და მოსავლის ხარისხი გაუმჯობესდება. წყლის, მუშახელის და ელექტროენერგიის/საწვავის ეფექტური მოხმარება კი დაზოგვას თქვენს ხარჯებს

თუ გსურთ საირიგაციო სისტემის დამონტაჟება ან გაუმჯობესება „ჰიდროვეი“ უზრუნველყოფს უმაღალესი ხარისხის მასალით თქვენი ნაკვეთის გასარწყავიანებას, საექსპლუატაციო რეკომენაციების გაცემასა და თქვენი აგრობიზნესის განვითარებას.

გაიარეთ პირველადი კონსულტაცია სატელეფონო ზარის საშუალებით 544444041

ka_GEGeorgian